კენია

December 18, 2025
ჯგუფური ტურები
მოგზაურობის პერიოდი
8/7/2026
-
8/17/2026
ფასი
3220 EUR
ერთ კაცზე
ფასები ცვალებადია, გადაამოწმეთ დაჯავშნამდე

ტურის აღწერა

დაჯავშნა

ტურის მოკლე აღწერა

იმ ბედნიერებას, ორი თვალი და აღქმის უნარი   რომ გაგაჩნია, ალბათ ყველაზე მეტად  აფრიკაში იგრძნობ.

გასაოცარი კენია:  
ერთ ტურში მოქცეული   მსოფლიოს ულამაზესი მომბასას სანაპიროებით და   ამბოსელი მსოფლიოს მერვე საოცრებად აღიარებული საფარი აფრიკის დიდი ხუთეულით,  საოცნებო ცაავოს  აღმოსავლეთ და დასავლეთ ეროვნული პარკი, მილიონობით ფლამინგოთი მოფენილი ტბები, სოფლის ავთენტური ცხოვრებით და მასაის კულტურა..  

კენია უკიდურესი კონტრასტების ქვეყანაა.
უდაბნოების და ალპური თოვლის, ტყეების და ვრცელი ვაკეების, მეტროპოლისის და კოლორიტული გვაროვნული კულტურების, მტკნარი ტბების და მარჯნის რიფების.  სწორედ ესეთია ჩვენი თვალით დანახული აფრიკა!

ტურის მოკლე აღწერა:

7 აგვისტო - ფრენა საქართველოდან კენიის მიმართულებით  იმავე საღამოს ვართ მომბასას საოცარ სანაპიროზე;

8, 9  აგვისტო  - ინდოეთის ოკეანეზე თავისუფალი დრო;

10 აგვისტო  - ამბოსელის  საფარი ტური;

11 აგვისტო   - ცავოს ნაციონალური პარკი დასავლეთ ნაწილი;

12 აგვისტო- ცავოს ნაციონალრი პარკი აღმოსავლეთ ნაწილი;

13 აგვისტო- მასაი მარას სოფელი,  დაიანის სანაპიროს სკოლები და ქვეყნის ძველი ავთენტური ნაწილი;

14,15, -  ინდოეთის ოკეანეზე თავისუფალი დრო;

16 აგვისტო - თავისუფალი დრო და გვიან საღამოს ფრენა საქართველოს მიმართულებით და 17 აგვიტსო- დილის 12 საათზე დაბრუნება თბილისში.

ტურის ღრებულებაში შედის

‍ავიაბილეთები;

ყველა ტრანსფერი ტურის მანძლზე;

სრული საექსკურსიო/ საფარის ნაციონალური პარკების  ბილეთები;

ჯიპ-ტური საფარის პერიოდში,  თითო ჯიპზე დამატებით უსაფრთხოების გამყოლით;

სრული სატრანსპორტო მომსახურება ტურის დროს;

ადგილობრივი უსაფრთხოების სპეციალისტები გამყოლებად;

ადგილობრივი გიდი;

ქართულენოვანი გამყოლი;

უმაღლესი კატეგორიის სასტუმროები და ქემფები;

საფარის პერიოდში სამჯერადი კვება;

წყალი  1 ბოთლი 1 ადამიანზე დღეში, საფარი ტურის პერიოდში;

ვიზა;

ტურის ღრებულებაში არ შედის

თიფი  საფარის მძღოლებისთვის და გიდისთვის 90 ევრო  უფროსისგან 15 წლამდე მოზარდისგან თიფის თანხა არ გროვდება.

ნებისმიერი პირადი და  სხვა ხარჯი რაც არ არის ტურში ნახსენები.

სადილი, ვახშამი, რომელიც არ არის ტურის პროგრამაში ნახსენები.

ერთ ადგილიანი განთავსება ნომერში (single room).   მარტო განთავსების სურვილის შემთხვევაში, ტურის ღირებულებას ემატება 1110 ევრო

ოკანაზე დასვენების პერიოდში ტრანსპორტით  მომსახურება ან სხვა სასურველი აქტივობა.

დღე I

დღეიდან აფრიკული ზღაპარი იწყება!

საღამოს რეისს  პირდაპირ აფრიკის გულში, ქალაქ მომბასაში  ჩავყავართ.

განთავსება:

Diani Reef Beach Resort & Spa

https://www.booking.com/Share-FYL2KfV

დღე II

ინდოეთის ოკეანე

 ეს ის დღეებია როდესაც ყოველი წამის დაჭერა და მეხსიერებაში სამუდამოდ აღბეჭდვა გინდა: მზე, ოქროსფერი ქვიშა, საოცარი საკვები და ულამაზესი ლივლივა ოკეანე - ყველაფერი ერთად შენი ბედნიერი განწყობისთვის.

მომბასას  სანაპირო საუკეთესოა ყვინთვის,  გიგანტურ თევზებზე ნადირობის და წყლის თხილამურების მოყვარულთათვის.

ხმელეთზე მუდმივად ტარდება იოგის და მედიტირების პროფესიული ჯგუფების შეკრებები.  

შეგიძლია "იშოპინგო", ისეირნო, დატკბე მზიანი ნაპირით და დახელოვნდე ფოტოგრაფიაში.

მომბასაში ჰაერიც ბედნიერების სურნელითაა გაჟღენთილი.

განთავსება:

Diani Reef Beach Resort & Spa

https://www.booking.com/Share-FYL2KfV

დღე IV

სრული დღე ამბოსელში

ამ დღეს   ჯოზეფ თომფსონს, პირველ ევროპელს, ვინც1883 წელს  მასაის მრისხანე მიწაზე შებედა ფეხი  და  ერნესტ ჰემინგუეის, რომელმაც ეს რეგიონი თავის ნაწარმოებში უკვდავჰყო, უნდა ვუმადლოდეთ.

ტანზანიის საზღვართან მდებარე და აფრიკის ყველაზე მაღალი მთით, კილიმანჯაროთი, შემოსაზღვრული ამბოსელის ეროვნული პარკი ყველაზე პოპულარულია აფრიკაში. აქ საითაც უნდა გაიხედო, ყველგან ღრუბლებში გახვეული კილიმანჯარო,  ზებრების, გნუებისა და სპილოების ჯოგები მოჩანს. ამბოსელის ეროვნული პარკის ლანდშაფტი სწორედ ის აფრიკაა, რომელიც ჩვენს წარმოსახვაში ბავშვობიდან დაილექა.

მასაის ენაზე ამბოსელი „წყლიან ადგილს“ ნიშნავს. მართალია, ნაკრძალი ერთი შეხედვით გვალვიან, მიწადახეთქილ, ბალახიან ტერიტორიად გეჩვენება, მაგრამ, სინამდვილეში წყალი იქ უშრეტადაა.  კილიმანჯაროს მწვერვალის დამდნარი თოვლი ვულკანურ ქანებში იფილტრება და მიწისქვეშა დინებებს ამარაგებს, რაც იდეალურ ეკოსისტემას უქმნის ადგილობრივ მკვიდრებს.

პარკში 50-ზე მეტი სახეობის დიდი ცხოველი ბინადრობს:  ჟირაფი, ლომი, მარტორქა, ავაზა, ჯიქი, კარაკალი და სხვა კატისებრნი. აგრეთვე, მრავლად არიან სპილოები. ცხოველებთან ერთად ამბოსელის პარკი 400-ზე მეტი სახეობის ფრინველის სამშობლოა. მათ შორის, მეომარი არწივის, ჯუჯა შევარდენის,  ალკუნისა და კვირიონის. კილიმანჯაროს კიდევ ერთი „საჩუქარი“ მთიდან დალექილი ათასწლოვანი ვულკანური მტვერია.

ეს დღე და აქ გადაღებული კადრები სამუდამო სამფლობელოს დაიდებს თქვენს მეხსიარებაში.

ღამისთევისთვის კი ალბათ ყველაზე ეგზოტიკური ლოჯი შევარჩიეთ დედამიწაზე,  ამბოსელის სამხრეთ ნაწილის ცხოველებს მხოლოდ ერთი მტკნარი წყლის ტბა უკლავთ წყურვილს, სწორედ მის ნაპირზე ააშენეს აფრიკელებმა სასტუმრო,  ტბაზეა გადაკიდული რესტორნის ვერანდები, შედეგად, დღის და ღამის ნებისმიერ პერიოდში შენ ჭიქა ყავის, ან ღვინით ხელში უმზერ ასობით ზებრას, სპილოს და სხვა ცხოველს როგორ იკლავენ წყურვილის, ეს სანახაობა იმდენად შთამბეჭდავია, რომ მართლა ცალკე საფარის ტურს უდრის.

დღე V

ცავოს დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაკრძალები

ცავოს პარკი თავის ზომის გამო დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებად არის გაყოფილი და მსოფლიოში  ერთ-ერთი უდიდესი ნაკრძალად ითვლება.

წარმოუდგენელი სილამაზის ლანდშაფტი თავს არარეალურ სამყაროში გაგრძნობინებთ. ვულკანური ბორცვები და ბაობაბის ხეები  მთლიანობაში ულამაზეს სანახაობას ქმნის.

გინახავთ, სტივენ ჰოპკინსის ფილმი „მოჩვენება და სიბნელე“? სწორედ ცავოს დასავლეთ მხარეს მცხოვრები ლომების ლეგენდაზეა ის ამბავი.  აქაური სპილოები გამოხატულად აგურისფერები ცავოს მიწის ქანების გამო არიან.   იკვებებიან იქაური მცენარეებით, სიცხისგან თავდასაცავად იგანგლებიან მისსავე წითურ ტალახში. საუკუნეების განმავლობაში, ქცევის და კვების რეჟიმმა ცაავოელ სპილოებს წითელი შეფერილობა ჩამოუყალიბა.  

განთავსება:

Kibo Safari Camp AMBOSELI

https://www.booking.com/Share-ergkTi

დღე VII

ეს დღე მთლიანად სვაიაჰილის კულტურის შესწავლას ეძღვნება.

ვესტუმრებით აღმოსავლეთ აფრიკის ყველაზე ცნობილ  მასაი მარას ტომს და სოფელს.  

აქაურები ჯერ კიდევ მომთაბარე ცხოვრების წესს მისდევენ  და არ ცნობენ ცივილიზაციას.

მარას ენა  მიეკუთნება ნილოსის ენობრივ ჯგუფს. ამ ტომებმა მიგრირება ეგვიპტიდან სუდანის გავლით რამდენიმე ათასი წლის წინ მოახდინეს. ტომი 900 000 ადამიანს ითვლის, თუმცა მათი სრული აღრიცხვა ფიზიკურად შეუძლებელია. წამყვანი ხაზი მიწათმოქმედება და მეცხოველეობაა. თუ გინდა მასაის მეომარი განარისხო, ძროხა უნდა მოპარო. რწმენის მიხედვით წვიმის ღმერთმა  ნგაიმ მისცა  მასაის  ტომებს საქონელი. მასაის მამაკაცს არ აქვს ცოლის მოყვანის უფლება, სანამ 9 საკუთარი ძროხა არ ეყოლება.  ცხოვრობენ ჯოგური პრინციპით. ძირითადად, ცოლები და შვილები საერთო ჰყავთ. ამ ვიზიტის ფარგლებში  ვნახავთ მათ საცხოვრის პირობებს, ნაკელისგან და ხის ტოტებისგან აშენებულ უმკვრივეს სახლებს და გავეცნობით  მათ ადათ-წესებს.   მათთან ერთად გატარებული დრო ერთ-ერთ ყველაზე ფერად მოგონებად დაგრჩებათ ცხოვრებაში.

გვიან ღამით დავუბრუნდებით  ინდოეთის ოკეანის  ჩვენს ულამაზესს სანაპიროს და მომდევნო დღეებს ისევ ფიზიკურ და სულიერ დასვენებას მივუძღვნით .

განთავსება:

Diani Reef Beach Resort & Spa

https://www.booking.com/Share-FYL2KfV

დღე VIII

მომბასას სანაპიროზე გატარებული დღეები თითქოს დრო ნელდება და ყველაფერს ახალი ფერი ედება. დილაობით ოკეანე გაღვიძებს — კამკამა, მშვიდი, გულისცემასავით თანაბრად მომავალი ტალღებით. წყალი იმდენად სუფთაა, მზის სხივები ფსკერს წვდება  და ქვიშის თეთრ ზედაპირს ოქროსფრად ანათებს. ფეხქვეშ გეგება გრილი, ფხვიერი, სუფთა ქვიშა, თითქოს  რაღაც  უნიკალურ სივრცეში აღმოჩნდი, სადაც ბუნება და სიმშვიდე ერთმანეთს ერწყმის.

აქ ყოფნა ემოციურ და სულიერ მდგომარეობაზე საოცარ გავლენას ახდენს — თითქოს ყველა შფოთვა ტალღებთან ერთად იხსნება. გრძნობ, რომ წლებია დაკარგულ სიმშვიდეს იბრუნებ, სხეული მსუბუქდება, გონება ნათლდება და ყველაფერი გაცილებით მარტივად გეჩვენება.  

უგემრიელესი ტროპილული ხილი, საოცარი ოკეანის ნობათით და აფრიკული კერძებით გაჯერებული სამზარეულო, ეგზოტიკური ხორცეულის უდიდესი არჩევანი, სანელებლები, არომატები , კოქტეილები… ეს ყველაფერი გარემოს კიდევ უფრო ჯადოსნურს ხდის.

საღამო უფრო ჯადოსნური,  სანაპიროზე მთვარე თეთრ ქვიშას ათასფრად ანათებს, ოკეანიდან ამოსული კრაბები ფუთფუთებენ , გრილი ქვიშა ფეხებს გიამებს, სადღაც აფრიკული მუსიკის ხმები გესმის,  აგვისტოს ცა მოჭედილია ვარსკვლავებით, გამვლელი მასაები გიღიმიან და მომდევნო დღისთვის ოკეანის პირას ლანჩის დაგეგმვას გთავაზობენ.

წინ გელოდებათ ულამაზესი დღეები — მზით სავსე დილები, ზღვის სუნით გაჯერებული შუადღეები და დაუვიწყარი აფრიკული საღამოები. მომბასა ისეთ მოგონებებს დაგიტოვებს, რომ მათი გახსენება ყველაზე რთულ დღეებშიც მოგიტანენ სიმშვიდეს, სითბოს და შინაგან ბალანსს.

განთავსება:

Diani Reef Beach Resort & Spa

https://www.booking.com/Share-FYL2KfV

დღე X

აღამოს ფრენა თბილისის მიმართულებით.

ოჯახის წევრებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ერთმანეთისთვის დროის პოვნა. თანამედროვე ცხოვრების რიტმი და ყოველდღიური გარემო პირობები კი ხშირად არ გვაძლევს ამ ფუფუნებას. სწორედ ამიტომ, ამ ტურის დაგეგმვისას ვეძებდით იმ სრულყოფილ ბალანსს, სადაც ერთიანად შეძლებდით წლის განმავლობაში დაგროვილი დაღლილობის მოხსნას, ახალი ენერგიითა და შემართებით დატენვას და ყველაზე მთავარს — ერთმანეთთან დროის ხარისხიანად გატარებას.

ვიცოდით, რომ ყოველი დღე და ყოველი საათი უნდა ყოფილიყო საინტერესო, შთამბეჭდავი და ისეთი, რომ აუცილებლად დაგრჩენოდათ შეგრძნება - თქვენ თავს და საყვარელ ადამიანებს მართლა ღირებული დღეები აჩუქეთ.

ვფიქრობ, ეს ტური და აქაური მოგზაურობა სრულად პასუხობს ყველა ამ სურვილს —. ეს არის გამოცდილება, რომელიც დაგიტოვებთ სიმშვიდეს, სითბოსა და ერთად ყოფნის იმ განსაკუთრებულ შეგრძნებას, რომელსაც ყოველდღიურობაში ყველაზე მეტად ვნატრულობთ.

გაუქმების წესები და პირობები

‍თქვენი მხრიდან ჯავშნის გაუქმების შემთხვევაში გადახდილი თანხა უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება არც ერთ ეტაპზე, არც ერთი მიზეზით, არც ერთ შემთხვევაში.

დასაჯავშნად დაგვირეკეთ, ან მოგვწერეთ Facebook-ზე
სოფო დარბაიძე

ტურ მენეჯერი

(+995) 598 28 17 14

შეიძლება დაგაინტერესოთ

Stay in Touch

Our Facebook Page LinkOur Instagram Page LinkOur Tik-tok Page Link