ტურის აღწერა
დაჯავშნატურის მოკლე აღწერა
🧞♂️ ჯ გ უ ფ უ რ ი საექსკურსიო ტური
შვეიცარია + საფრანგეთი
ჟენევა ➡️ Montreux ➡️ Martigny-🚞 Mont Blanc Express - Chamonix-Mont-Blanc ➡️ Lyon
30 აპრილი - 5 მაისი (5 ღამე)
ტურის ღირებულება პირველი 5 მგზავრისთვის: 860 ევრო
🛡️ დასაჯავშნად საჭიროა წინასწარ მხოლოდ 100 ევროს გადახდა
ტურის ღრებულებაში შედის
✈️ ავიაბილეთები;
თბილისი-ჟენევალიონი-ქუთაისი
🎒 ხელბარგი (გაფრენა 8 კილო, გამოფრენა 10 კილო)
🏩 3* იან სასტუმროებში განთავსება;
(3 ღამე ლიონი, 1 ღამე შვეიცარია, 1 ღამე საფრანგეთის მთიანეთი)
🥐 საუზმე მხოლოდ ლიონის სასტუმროში
🧞♂️ გამყოლის მომსახურება რომელიც ორგანიზებას გაუწევს შიდა ტურებს;
🧬 სამოგზაურო დაზღვევა;
ტურის ღრებულებაში არ შედის
❌ აეროპორტის ტრანსფერები (ღირებულება დამოკოდებულია მგზავრთა რაოდენობაზე)
❌ პანორამული მატარებლებისა და საბაგიროების ხარჯი;
Geneva > Montreaux - 25 Euro
Mont Blanc Express - 30 Euro
Chamonix > Lyon - 45 Euro
❌ ქალაქის ცვეთის მოსაკრებლები (იხდით ადგილზე, სასტუმროში რეგისტრაციისას, ეს ხარჯი 5-7 ევროს შეადგენს ღამეზე)
❌
დღე I
16:00 ჩაფრენა ჟენევაში
გამგზვრება მონთხოში, დაბინავება მონთხოს სასტუმროში.
საღამოს გასვლა სავახშმოდ და ქალაქის დათვალიერებლად.
დღე II
10:00 დილას ვიწყებთ მე-20 საუკუნის ყველაზე თბილი და გენიოსი კინორეჟისორის ცხოვრებით.
ეს ადგილი უბრალოდ მუზეუმი არაა —ეს არის ჩაპლინის სამყარო, სადაც ბავშვივით გაგეღიმებათ.
მის ოთახებში, კერძო ბიბლიოთეკაში, ბაღებში და კინოსტუდიის ინტერაქტიულ სცენებზე
🏡 იგრძნობთ, როგორი იყო მისი დღის რეჟიმი
🎥 როგორ ქმნიდა ფილმებს, რომლებმაც მსოფლიოს ღიმილი დაუბრუნა.
🏰 შემდეგ შვეიცარიის ყველაზე ფოტოგენური ციხეში — Chillon Castle გადავინაცვლებთ,ციხეში რომელიც თითქოს ტბაზე დაცურავს.
იქ დაგხვდებათ:
• ვიკინგური ხიდები
• მიწისქვეშა დარბაზები
• შუასაუკუნეების ატმოსფერო
• და ის ემოცია, რომელსაც ვერაფერს შეადარებ, შენს წინ ალპების თოვლიანი მწვერვალები გადაიშლება და იმხედს შეავლებ თვალს რომელსაც ერთ დროს რაიდები უყურებდნენ.
ესაა ციხე რომელიც ერთდროულად ეპიკური, რომანტიკული და ზღაპრულია.
შუადღისით გავემგზავრებით Martigny-ში — ალპების გულში ჩასაკარგად.
აქ იწყება ჩვენი პატარა ალპური თავგადასავალი:
Mont Blanc Express — სარკინიგზო გზა, რომელსაც ევროპაში ყველაზე ზღაპრულ მარშრუტს უწოდებენ.
პირველივე წუთებში მატარებელი ულამაზეს ხეობებში და კლდოვან ღრმულებში შედის.პატარა წითელი ვაგონი ნელა მიუყვება მთებს, გადადის ხიდებზე, დაკლაკნილ ლიანდაგებზე და ყოველი მოსახვევის შემდეგ ახალ საოცრებას აჩენს: • წიწვებით დაფარული ფერდობები • ცაში გამოკიდებული თოვლიანი მწვერვალები • ალპური სოფლების პატარა სახლები — ზუსტად ისეთი, როგორიც ბავშვობის ზღაპრებში.
მგზავრობა იმდენად შთამბეჭდავი და ფოტოგენურია, რომ გეჩვენება, თითქოს სცენები სპეციალურად შენთვისაა დადგმული.
⛰️ და ბოლოს, ყველაზე მაგარი მომენტი — საფრანგეთში გადასვლა:პეიზაჟი უცებ იცვლება და შვეიცარიული სიმწყობრიდან გადადიხარ უფრო ველურ, პასტორალურ, ფრანგულ ალპებში.
ეს არის არა უბრალოდ ტრანსფერი —ეს არის 2 საათიანი კინოგზა, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე შენს მეხსიერებაში დარჩება.
დავბინავდებით საფრანგეთის ალპებში და საღამოს დავასრულებთ ვახშმით.
ღამისთევა CHAMONIX




.png)